სარწყავი სისტემები ხეხილისათვის
February 18, 2019

პივოტური სარწყავი სისტემები

პივოტური სარწყავი სისტემები

მოძრავი დამაწვიმებელი სარწყავი სისტემები მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულია. ამის მიზეზია ამ სარწყავი სისტემის დიდი საიმედობა, ხანგძლივი სამსახურის დრო, მისი მომსახურების სიმარტივე და სიიაფე, მათი მართვის და მონიტორინგის საშუალება დისტანციურად და აგრეთვე დაბალი საჰექტარო ფასი.

კომპანი ლინდსი და მისი პივოტრუი სისტემის ბრენდი ზიმატიკი Zimmatic, ყველაზე გავრცელებულია და მოთხოვნადია მსოფლოში. ამ კომპანიის ახალი ქარხანა და სწაყობი თურქეთის თავისუფალ ზონაში საშუალებას იძლევა მეტად კონკურენტული ფასებით და მოკლე დროში მივაწოდოთ მომხმარებელს სარწყავი სისტემა ან სატადარიგო ნაწილები ჩვენს რეგიონში.

დეტალური ინფორმაცია Zimmatic-ის ტექნიკური სპეციფიკაციის და მისი უპირატესობების შესახებ იხილეთ აქ. შევნიშნოთ რომ Zimmatic ყველაზე გამძლე სისტემააა, მას შეუძლია 15% დახრის პირობებშიც იმუშაოს რისი მიღწევაც არც ერთ სხვა კომპანიის მანქანას არ შეუძლია.

2017 წლიდან Zimmatic-ის სარწყავი სისტემის დისტანციური მართვის სისტემა (www.myfieldnet.com)  შეტანილია კომპლექტაციაში ღირებულების გარეშე. მისი საშუალებით შეგიძლიათ მონიტორინგი გაუწიოთ სისტემის მუშაობას და რწყვის პროცესს მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან.

პივოტური სარწყავი სისტემის დაპროექტება დიდ ცოდნას და გამოცდილებას მოითხოვს. ნიადაგის ფიზიკური და ქიმიური თვისებები, მისი ინფილტრაცია, დატბორვის  და ეროზიის საშიშროება ზღვარს უდებს პივოტური სისტემის მაქსიმალურ სიგრძეს.

ჩვენ კომპანიას ასეთი გამოცდილება და რესურსი გააჩნია.

ჩვენ შეგვიძლია დაგიპროექტოთ აგრეთვე სატუმბი სადგური, წყლის რეზერვუარი, მილგაყვანილობა.

ჩვენიას დიდი გამოცდილება აქვს პივოტური სარწყავის სისტემის მონტაჟის, მილგაყვანილობის, ტუმბიების და მათი სამართავი ელექტროკარადის მონტაჟის.