სარწყავი სისტემები ხეხილისათვის
February 18, 2019

რწყვის ნორმა ხეხილის შემთხვევაში

რწყვის ნორმა ხეხილის შემთხვევაში

ერთწლიანი კულტურები წყლის ნაკლებობას იმავე სეზონში შეგვატყობინებენ დაბალი მოსავლით. მრავალწლიან მცენარეები კი სანამ მსხმოიარობას მიაღწევენ გადიან განვითარების სხვადასხვა ფაზას ნერგიდან ზრდასრულ მცენარემდე.

ცხადია ნერგს წყლის ნაკლები რაოდენობა სჭირდება. ამასთან მისი ფესვები მცირე ფართობს იჭერს და მორწყვა შეიძლება მცირე ფართობზე უშუალოდ ნერგთან ახლოს განვახორციელოთ. ამიტომ გავრცელებულია შეხედულება მორწყვის დაბალი ნორმების შესახებ და მორწყვა მხოლოდ მცენარესთან ერთი ან ორი საწვეთურით განხორციელდეს. ასეთ სარწყავ სისტემას ჩვენ „ნერგების სარწყავ სისტემას“ ვუწოდებთ

ზრდასრული მცენარის საკვები არე ბევრად მეტია ვიდრე ნერგისა და მას მეტი წყალი სჭირდება. სწორედ ამ დროს გვჭირდება მორწყვის ის ნორმები რომლის გაანგარიშების ტქნიკა მოყვანილია  ET1 -ში.

ზრდასრული მცენარის ფესვები სრულად ავსებენ მის კვების არეს და ისინი მცენარის შტამბიდან გარეთ არიან განლაგებულნი როგორც ამ სურათებზე არის წარმოდგენილი.

ამიტომ ნერგთან ახლოს დამონტაჟებული ორი საწვეთური თავის ფუნქციას ვერ შეასრულებენ.

ბაღის გაშენებისას უნდა გადაწყვიტოთ რა გვირჩევნია ფინანსურად და აგრონომიულად:

  1. დავამონტაჟოთ ნერგების სარწყავი სისტემა საწვეთურებით ნერგების სიახლოვეს და შემდეგ გადავაკეთოთ ის ზრდასრული ბაღისათვის.

თუ

  1. დავამონტაჟოთ ზრდასრული ბაღისთვის აუცილებელი სარწყავი სისტემა თავიდანვე. ამ დროს შესაძლოა წყლის მეტი ხარჯი გაგივიდეთ ნერგებისგან მოშორებული მიწის ფართობების მორწყვაზე.

ნერგების სარწყავი პროექტი შედარებით იაფი გამოვა ვიდრე ზრდასრული ბაღის სარწყავი სისტემა, მაგრამ მისი გადაკეთება შემდგომში ჯამურად გადააჭარბებს მე-2 შემთხვევაში ასახულ სარწყავ სისტემის ღირებულებას.

ორივე ვარიანტს შეიძლება ქონდეს შესაბამისიფინანსური გამართლება, მაგრამ ჩვენ მაინც მე-2  ვარიანტს გირჩევთ რადგან ახალგაზრდა მცენარის ფესვების განვითარებისათვის აუცილებელია მოირწყოს ის ფართობიც სადაც ჯერ კიდევ ამ ფესვებს არ მიუღწევია, რადგან მშრალ არეში ფესვები არ განვითარდებიან.

ET1-ში მოყვანილი მცენარის მორწყვის ნორმის გაანგარიშების ტექნიკა მცირეოდენ ცვლილებას განიცდის ხეხილის ბაღის შემთხვევაში, რადგან ხშირად მცენარეტა ჯამური კვების არე იგეგმრბა ნაკლები ვიდრე სრული ბაღის ფართობი.

გარდა ამისა ხშირ შემთხვევაში სარწყავი სისტემა ვერ ფარავს იმ ფართს რომელიც წარმოადგენს მცენარის კვების არეს სხვადასხვა მიზეზების გამო. ამ პრობლემაზე და მისიგადაწყვეტის გზებზე შემდგომ ბლოგებში ვისაუბრებთ.

ის ფართი რომელსაც სარწყავი სისტემა არ მოიცავს უნდა გამოვრიცხოთ საერთო ანგარიშიდან და ამის გათვალისწინებით დაიგეგმოს წყლის ხარჯი.

ცხრილებში ქვემოთ წარმოდგენილია მაგალითები თუ როგორ შევადაროთ მორწყვის ნორმა წრმოდგენილი თითო მცენარეზე დასხმული ლიტრი წყლის  სახით. ეს ცხრილი საშუალებას იძლევა გამოვრიცხოთ ფართობი რომელსაც არ მოიცავს სარწყავის სისტემა.

იგივე ცხრილი ექსელ ფორმატში შეიძლება გადაიწეროთ აქ და მიუყენოთ თქვენი ბაღის და სარწყავი სისტემის პირობებს თქვენი მცენარის საკვები არის გათვალისწინებით.