რწყვის ნორმა ხეხილის შემთხვევაში
February 17, 2019
პივოტური სარწყავი სისტემები
February 27, 2019

სარწყავი სისტემები ხეხილისათვის

სარწყავი სისტემები ხეხილისათვის

გთავაზოთ ამერიკულ და ებრაულ სარწყავ სისტემებს ხეხილისათვის.

წყლის აღების და ფართობში მიწოდების, წვეთოვანი და დასაწვიმებელი სისტემის პროექტირება, მასალების მოწოდება, მონტაჟი და შემდგომი მომსახურება.

ფასები დამოკიდებულია დამკვეთის მოთხოვნებზე და მერყეობს ჰა-ზე 2300 დან 5000 ლარამდე.

წვეთოვანი სისტემები ხეხილისათვის.

წვეთოვანი მორწყვა ხშირად გაიგივებულია წერტილოვან მორწყვასთან უშუალოდ მცენარესთან. ასეთი რამ დასაშვებია მხოლოდ ახალგაზრდა ნერგებისთვის, მათი გახარების და წყლის ეკონომიის მიზნით. მცენარის შემდგომი განვითარებისათვის (ზრდისთვის და მაღალი მსხმოიარობისთვის) კი საჭიროა მოირწყოს საკვები ფესვები და არა საყრდენი ფესვები. საკვები ფესვები კი გავრცელებულია ნიადაგის ფენაში მცენარის საკვები არეს სრულ ფართობში.

უფრო მეტიც, თუ საკვები არეს სრული დაფარვა წყლით არ განხორციელდა ფესვთა სისტემის განვითარება შეიზღუდება მხოლოდ იმ არით რომელიც ირწყვება. შედეგდად მცენარის განვითარეთარება შეფერხდება და მოსავლიანობა შემცირდება.

ამიტომ დამკვეთი უნდა ჩამოყალიბდეს რა უნდა მას:

  1. ნერგის გახარების პროექტი, რაც მოიცავს ლოკალურად მცენარის მახლობლად მორწყვას. ასეთ შემთხვევაში მორწყვა შეიძლება განხორციელდეს მცირე ინტენსივობით.
  2. სარწყავი პროექტი რომელიც მოიცავს ფესვთა სისტემას სრულად და იძლევა საშუალებას ზრდასრული მცენარის წყლის მოთხოვნილება დავაკმაყოფილოთ.
  3. პროექტი რომელიც საშუალებას მისცემს განახორციელოს პირველ შემთხვევა ბაღის განაშენიანების პირველ ეტაპზე და შემდგომ ეტაპზე შეიცვალოს მორწყვის პროექტი მცენარის საკვები არეს წყლით სრულად დაფარვით და მისი წყლის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებით.

თუ თქვენ პირველ ვარიანტს აირჩევთ პროექტი იაფი გამოვა, სავარუდოდ 2300 ლარი/ჰა-ს ფარგლებში (ფართობის სიდიდის მიხედვით). სხვა შემთხვევაში ფასი კონკრეტულ პროექტის დიზაინზე არის დამოკიდებული.

ჩვენი კომპანია შემოგთავაზებთ სხვადასხვა ვარიანტებს რომელიც თქვენს სურვილზე იქნება მორგებული და ოპტიმიზირებული იქნება დანახარჯების მიმართ, ანუ რაც შეიძლება ეკონომიური გამოგივიდეთ პროექტი.

 

 

დაწვიმებითი სარწყავი სისტემები ხეხილისათვის.

ასეთი სისტემები წვეთოვანზე უფრო კარგად ახდენენ ფესვთა სისტემის, მცენარის საკვები არეს დაფარვას წყლით. რის გამოც ის იძლევა უფრო ეფექტურ მორწყვის და მცენარის კვების საშუალებას.

სამაგალითოთ იხილეთ სპრინკლერ ტრიადას გამოყენება ახალგაზრდა ბაღში, რომელიც უშუალოდ ნერგებს უსხამს წყალს და ამიტომ წყლის ეკონომიას იწვევს

იხილეთ ვიდეო რგოლები

https://www.youtube.com/watch?v=E90qWez0a1w

https://www.youtube.com/watch?v=Gj7XJnSpAGE

ზრდასრული ხეხილის ბაღში შესაძლებელია სპრინკლერი ტრიადა ჩავანაცვლოთ სხვა სპრინკლერით და მივიღებთ მცენარის საკვები არის სრულ დაფარვას წყლით.

იხილეთ ვიდეო რგოლები

https://www.youtube.com/watch?v=DMBR_CmQ_-o

https://www.youtube.com/watch?v=Cjfdxhr8JKE

https://www.youtube.com/watch?v=ZdfgOBcZirY